ახალი ამბები
საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
დღეს, სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან არსებული აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტთა საკონსულტაციო ორგანოს - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, 2017 წლის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებს და მათ მიმდინარეობას გაეცნენ.
სხდომაზე ასევე მოხდა, 2015 – 2017 წლების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის კორექტირებული სამოქმედო გეგმის განხილვა.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილე დავით კოდუა, რეგიონის გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.
სამოქმედო გეგმაში შესული ცვლილებები საკონსულტაციო საბჭოს წევრებს რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ გააცნო.
2017 წლის სამოქმედო გეგმაში, რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებზე ცვლილებები ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტებს შეეხო.
დღევანდელ სხდომაზე საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, კორცხელის ადმინისტრაციულ ერთეულშიარსებული ივერიის ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტრის დაზიანებული შენობის რეაბილიტაციას, რომლის ღირებულებაც 304 000 ლარს შეადგენს. ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის განხორცილდებას, ღირებულება 186 544 ლარს შეადგენს. საბჭომ ასევე მხარი დაუჭირა, კორცხელის ადმინისტრაციულ ერთეულში მოწყობილი წყალმომარაგების დამატებითი სამუშაოების ჩატარებისთვის 50 792 ლარის გამოყოფას.
დღევანდელ სხდომაზე საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის, ქარიატისა და ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალმომარაგების პროექტს.
"მოსახლეობა უწყლობის გამო გაუსაძლის პირობებში იმყოფება, მუნიციპალიტეტისთვის ყველაზე პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს სწორედ ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეულებისთვის წყალსედენი ქსელის მოწყობა" - განაცხადა შეხვედრაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, აღნიშნული პრობლემის უზრუნველყოფის მიზნით სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული, საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის განსაზღვრული თანხა მცირდება 600 000 ლარით და მიიმართება წყალსადენი სისტემის ქსელის მოწყობის სამუშაოებზე;
სამოქმედო გეგმაში ხობიდან კიდევ ერთი ცვლილება შევიდა, რომელიც სოფელ ხამისკურის ცენტრში არსებული მინი სპორტული მოედნის აღდგენა-რეაბილიტაციას ეხებოდა. ხამისკურის სპორტული მოედნის პრობლემა არაერთხელ დაფიქსირდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს. სტადიონის კეთილმოწყობისთვის 57 128 ლარი გამოიყოფა.
საკონსულტაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, გუბერნატორმა აზიური ფაროსანას შეწამვლის სამუშაოებზე გამგებლებისგან ინფორმაცია მიიღო. ლევან შონიამ,შეხვედრის დასასრულს მერებს და გამგებლებს ტურსტულ სეზონთან დაკავშირებით, შესაბამისისამსახურებისგაორმაგებით მუშაობა სთხოვა.
„ვიცი, რომ დასუფთავების სამსახურებთან ერთად ბევრს მუშაობთ, თუმცა მეტი მუშაობაა საჭირო, რათა არცერთ ტურისტულ მიმართულებაზე ამ მხრივ პრობლემები, არ შეიქმნას. ახლა ტურისტული სეზონია, რეგიონში უამრავ სტუმარს ველოდებითდა მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო, რომ კვლავ ყველაზე სუფთა რეგიონი ვიყოთ.ყველა ტურისტულ მიმართულებაზე გაორმაგებულად უნდა ვიმუშაოთ", -განაცხადა გუბერნატორმა.
ლევან შონიამ, გამგებლებს და მერებსაც მიმართა და თხოვა მეტი შეხვედრები ჰქონდეთ მოსახლეობასთან „მოქალაქეებთანუფრო მეტი შეხვედრებია საჭირო, იარეთ სოფელ-სოფელ, ქუჩა-ქუჩადა შეხვდით ყველას ვისაც პრობლემა აქვს, ან რამე საჭიროება უდგას. იარეთ ყველაზე მიუვალ სოფლებში და მოახდინეთ საჭიროებების იდენტიფიცირება, გადაჭრის გზებზე კი ცენტრალურიდა ადგილობრივიხელისუფლება ერთად ვიმუშავებთ” - განაცხადა შეხვედრაზე გუბერნატორმა.