ახალი ამბები
წალენჯიხაში 98 ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია მოხდება
2017-06-08 17:58:00
პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში კიდევ 1 კომპანიას ჩაის პლანტაციები გრძელვადიანი იჯარით გადაეცა.
შპს „ჯვარი-91“ წელინჯიხის რაიონის სოფლებში ეწერში, საჩვენოში და ჯვარში 98 ჰექტარი ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას და საწარმოში გადამუშავებას მოახდენს.
პროგრამის ფარგლებში კომპანია 100-მდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის და პროდუქციას ექსპორტზე გაიტანს.
2016 წლიდან მოქმედებს პროგრამა ,,ქართულიჩაი“, რომლის ფარგლებში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის გაიცემა დაფინანსება. 2017 წლის აპრილის მდგომარეობით - დაფინანსება უკვე 16-მა ბენეფიციარმა მიიღო.