ახალი ამბები
ხობში ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქალაქ ხობში შიდა გზების რეაბილიტაციის ახალი ეტაპი დაიწყო. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი დაიგება: შანიძის, გრანელის, ჭავჭავაძის, ფალიაშვილის და გუბაზ მეფის ქუჩებზე.
ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის ღირებულებაც 597 ათასი ლარია, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. პროექტის შესაბამისად ასფალტის საფარი ჯამურად 2600 მეტრ მანძილზე დაიგება.
დღს, აკაკი შანიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ ადგილობრივი ხელისუფელბის წარმომაგდენლებთან ერთად დაათვალიერა.
2013 წლიდან დღემდე ქალაქ ხობში 13 ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა.