ახალი ამბები
მარტვილში საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა დღეს შეხვედრა მარტვილში გამართეს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა გიორგი კახიანმა საზოგადოებას ქვეყნის უპირველესი კანონის პროექტის განხილვის პროცესში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის 4 - თვიანი მუშაობის შედეგი გააცნო. მან დეტალურად ისაუბრა იმ ფუნდამენტურ ცვლილებებზე, რომლებიც კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტში არის წარმოდგენილი.
კონსტიტუციის საყოველთაო განხილვაში მონაწილეობა მიიღეს უმრავლესოობის და უმცირესობის დეპუტატებმა.
შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ