ახალი ამბები
ჩხოროწყუში მერაბ კოსტავას დაბადების დღეს მისი ბიუსტი გახსნეს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაბა ჩხოროწყუს ცენტრალურ პარკში ,, ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვით დაიწყო.
დღესვე ეროვნული გმირის – მერაბ კოსტავას სახელობის ბიუსტი და სკვერი, სოფელ ახუთში, მის დედულეთში, მისსავე დაბადების დღეზე საზეიმოდ გაიხსნა.
მთელი დღის მანძილზე სოფელ ახუთსა და დაბა ჩხოროწყუში მიმდინარეობდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებები ფეხბურთში, კარატე–დოში, ქართულ ჭიდაობასა და ჩოგბურთში.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დაბის ცენტრში გაიმართა ასფალტზე ხატვა. ღონისძიებებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და 26 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.