ახალი ამბები
''მე ვკითხულობ ვეფხისტყაოსანს''- თეატრალიზებული სანახაობა ზუგდიდში
შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისსა და მთელი საქართველოს მასშტაბით ღონისძიებები ლოზუნგით - „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ იმართება. ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა, ზუგდიდის თეატრის მსახიობებმა, საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და სკოლამდელმა აღსაზდრელებმა მიიღეს.
მოსწავლეებმა პოემის სტროფები წაიკითხეს და თეატრალური სანახაობა მოაწყვეს. რომელშიც მონაწილეობა ვეფხისტყაოსნის სხადასხვა გმირებმა და თავად "პოემის ავტორმა" მიიღეს.
„ვეფხისტყაოსნის“ თემაზე არტ-გალერეის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქ ზუგდიდის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა პლენერი - „ჩემი ვეფხისტყაოსანი“ მოეწყო.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში დილიდანვე სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს. 26 მაისის ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდება, რომელიც 21 საათზე დაიწყება.