ახალი ამბები
ზუგდიდში 26 მაისის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები მიმდინარეობს
დილიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მასშტაბურად აღინიშნება სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ზუგდიდში ილია ჭავჭავაძის, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და სპირიდონ კედიას ძეგლების გვირგვინებით შემკობით დაიწყო.
გამოჩენილი მამულიშვილებს პატივი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, კობა ქანთარიამ, ქალაქის ზუგდიდის მერმა, ირაკლი გოგოხიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია შეროზიამ და ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან ერთად მიაგეს.