ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის დამოუკიდებლობის დღის მილოცვა
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს უმნიშვნელოვანესი თარიღიასაქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.
გილოცავთ თითოეულ თქვენგანს, საქართველოს მოქალაქეებს. დღვანდელი დღე მინდა განსაკუთრებულად მივულოცო ჩვენს რეგიონში, სამეგრელო-ზემო სვნეთში მცხოვრებ მოქალაქეებს. ამ რეგიონს ყოველთვის გადამწყვეტი როლი ეჭირა ქვეყნის ერთიანობის საქმეში.
მნიშვნელოვანია, რომ წელს დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, ჩვენი ერის სიამაყის „ვეფხისტყაოსნის“ 850 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. გილოცავთ ამ ორ უმნიშვნელოვანეს თარიღს.
ჩვენ დღეს ვაშენებთ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძვნებულ ქვეყანს, რომლის მთავარი ფუნდამენტი ადამიანი და მისი უფლებებია. ყველას ერთად გისურვებთ ერთიან საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად ცხოვრებას.
ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ ისტორიულ დღეს დაიბადა საქართველოს ეროვნული გმირი, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ლიდერი მერაბ კოსტავა. თითოეული ჭეშმარიტი ქართველისთვის მერაბ კოსტავად დაბადების დღე განსაკუთრებული თარიღია.
გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღებს!
პატივისცემით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია