სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

„გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ ზუგდიდში

2017-05-24 15:19:00

24 მაისს, 21-ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ შექმნაში მონაწილეობა ზუგდიდელებმა მიიღეს. ვეფხისტყაოსნის გადაწერის ცერემონია დადიანების სასახლეში გაიმართება.

უკვდავი პოემის გადაწერაში მონაწილეობა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის აპარატის უფროსმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მიიღეს. ვეფხისტყაოსანი გადაწერეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და მისმა მოადგილემაც. ვეფხისტყაოსნის გადაწერა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

პროექტი უპრეცედენტოდ სახალხო და მასშტაბურია - მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნი „ვეფხისტყაოსანი“, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 26 მაისის ჩათვლით „იმოგზაურებს“. პოემის გადაწერა საზეიმოდ 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის თეატრის წინ დასრულდება.

პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ 15 მაისს, ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე დაიწყო, 16 მაისს, კი „ვეფხისტყაოსნის“ სტროფები ვარძიის ტერიტორიაზე გადაწერეს. „ვეფხისტყაოსნის“ სტროფების გადაწერაში მონაწილეობა უკვე მიიღეს პარლამენტარებმა, 112-ს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეროვნული ბიბლიოთეკის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა. ზუგდიდამდე ვეფხისტყაოსნის სტროფები გადაწერეს გორში, ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმსა და მცხეთაში.

პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო