ახალი ამბები
პროექტი ''გადაწერე ვეფხისტყაოსანი'' ზუგდიდში
24 მაისს, 21-ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ შექმნაში მონაწილეობის მიღება ზუგდიდის მოსახლეობას შეეძლება.
ვეფხისტყაოსნის გადაწერის ცერემონია 14:00 საათზე, ზუგდიდში დადიანების სასახლეში გაიმართება.
პროექტი უპრეცედენტოდ სახალხო და მასშტაბურია - მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნი „ვეფხისტყაოსანი“, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 26 მაისის ჩათვლით „იმოგზაურებს“. პოემის გადაწერა საზეიმოდ 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის თეატრის წინ დასრულდება.
პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ 15 მაისს, ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე დაიწყო, 16 მაისს, კი „ვეფხისტყაოსნის“ სტროფები ვარძიის ტერიტორიაზე გადაწერეს. „ვეფხისტყაოსნის“ სტროფების გადაწერაში მონაწილეობა უკვე მიიღეს 112-ს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეროვნული ბიბლიოთეკის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ასევე „ვეფხისტყაოსნის“ სტროფები გადაწერეს გორში, ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმსა და მცხეთაში გადაწერეს.
პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.