სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ჩინეთის ელჩს შეხვდა

2017-05-19 11:06:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ჩინეთის ელჩს ძი იენჩის შეხვდა. გუბერნატორმა ელჩს რეგიონის პოტენციალი ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის კუთხით გააცნო. 

„მადლობა, რომ საქართველოს გვერდით ხართ, მადლობა რომ ჩვენი ქვეყნების დაახლოებისთვის ყველაფერს აკეთებთ. მიხარია, რომ ჩვენმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, ეს ახალი შესაძლებლობებია საქართველოსთვის. ისეთი ძლიერი ქვეყნის თანადგომა, როგორიც ჩინეთია უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. მიხარია, რომ დაინტერესდით ჩვენი რეგიონით და ეწვიეთ ამ ულამაზეს მხარეს“ - აღნიშნა შეხვედრაზე გუბერნატორმა. 

ძი იენჩიმ, ლევან შონიას ჩინეთიდან ინვესტორების მოზიდვაში დახმარება აღუთქვა. ჩინურმა მხარემ ქართული ჩაის წარმოებაში ინვესტიციები უკვე ჩადო, წალენჯიხაში წარმოებული ჩაი „ჭეძანის რანრანის ბიოტექნოლოგიური კომპანიამ" ექსპორტზე უკვე გაიტანა. კომპანია სამომავლოდ ინვესტიციების გაზრდას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს. 

„დღეს მომეცა შესაძლებლობა დამეგემოვნებინა ჩინური ტექნოლოგიით მომზადებული ქართული მწვანე ჩაი. თქვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ჩაის კულტურის აღდგენა, რაშიც ჩინური კომპანია თავის წვლილს შეიტანს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოში წარმოებული ჩაისთვის ყველაზე დიდი ბაზარი იქნება ჩინეთი. რადგანაც ჩინეთის მილიარდ 400 მილიონიანი მოსახლეობა სრულად შეძლებს რეალიზაცია გაუწიოს აქ წარმოებულ ჩაის. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ორ ქვეყანას - საქართველოს და ჩინეთს შორის სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერა. ეს კიდევ უფრო დიდ სტიმულს იძლევა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის. მე ვაპირებ კიდევ ერთხელ ვეწვიო სამეგრელოს, რათა ადგილზე გავეცნო რეგიონის პოტენციალს“ - აღნიშნა ელჩმა შეხვედრაზე.

შეხვედრას ელჩთან და გუბერნატორთან ერთად რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, ჩინეთის ელჩის მრჩეველი სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში ვან ლიენფო და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ჩინური დელეგაციის წარმომადგენლებმა, გუბერნატორთან შეხვედრამდე, წალენჯიხაში ქართულ-ჩინური ჩაის საწარმო დაათვალიერეს.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო