ახალი ამბები
ფოთში კოღოების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს
ქალაქ ფოთში, კოღოების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს. ე.წ.თერმული ნისლით და ბიოლოგიური პრეპარატით მუშავდება წყალსატევები და დაჭაობებული ტერიტორიები, სადაც კოღოს გავრცელება მასობრივად აღინიშნება.
ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან -კოღოებთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრთან ერთად ახორციელებს.
ტრანსმისიული დაავადებების გადამტანი მწერების წინააღმდეგ ღონისძიების ჩასატარებლად იყენებენ ბიოინსექტიციდს, რომელიც სპეციალურად წყლის ზედაპირზე კოღოს მატლების გასანადგურებლად არის შექმნილი და მოქმედებს 20-30 დღის განმავლობაში.
მთავრობის დადგენილებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, მესამე წელია, ატარებს ტრანსმისიური დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოს საკურორტო ზონაში.