ახალი ამბები
კონსტანტინეობა- 2017
დღეს, 15 მაისს ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა. წელს მისი დაბადებიდან 124 წელი შესრულდა.
საიუბილეო დღესასწაულთან დაკავშირებით, კულტურის ცენტრში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. დარბაზში დიდოსტატის ხმის აუდიოჩანაწერი გაისმა და კულტურის ცენტრთან არსებული საშემსრულებლო კოლექტივებისა და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა.
„დიდოსტატის მარჯვენა“, „მთვარის მოტაცება“ და სხვა ცნობილი რომანების ავტორი, კონსტანტინე გამსახურდია 1893 წლის 15 მაისს სოფელ ძველ აბაშაში დაიბადა. ის ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია.
"კონსტანტინეობა"-ს ადგილობრივებთან ერთად, აბაშა-მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მწერლის ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.