ახალი ამბები
სამეგრელო-ზემოს სვანეთში დასუფთავების აქციაში 6040 მოხალისე ჩაერთო
დედამიწის კვირეულის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სავნეთის ათივე მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. დასუფთავების აქციაში საჯარო მოხელეები, სტუდენტები, მაღალი კალსის მოსწავლეები და კერძო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვნენ.
რეგიონის ათივე მუნიციპალიტეტში ტურისტული მარსშრუტები, ტურისტული ობიექტები და მიმდებარე ტერიტორიები დასუფთავდა. რეგიონის მასშტაბით დასუფთავების აქციაში 6040 მოხალისე ჩაერთო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, სტუდენტებთან და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ე.წ. ნევთობაზის ტერიტორია დაასუფთავეს, სადაც თვითნებური ნაგავსაყრელი იყო მოწყობილი.
დედამიწის კვირეულის ფარგლებში დასუფთავების აქციები საქართველოს რეგიონებში, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით ტარდება.