ახალი ამბები
მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა თასი უშგულშია
2017-04-27 19:40:00
მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატის თასი საქართველოს რეგიონებში მოგზაურობს. ეს პრესტიჟული სარაგბო ჯილდო, დღეს ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებაში, უშგულში გამოიფინა. თასი უშგულამდე მესტიაში მოგზაურობდა.
ხვალ, 28 მაისს კი ზუგდიდში დადიანების სასახლეთა ეზოში გამოიფინება. საქართველო მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს, ის თბილისსა და ქუთაისში 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. მსოფლიო თასის მოსაპოვებლად 12 უძლიერესი გუნდი იბრძოლებს.