ახალი ამბები
წალენჯიხაში სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალბინინი კორპუსების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს
2017-04-27 13:42:00
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისგან დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს. დასრულდა დაზიანებული სახურავების დემონტაჟი, ამჯერად კი გადახურვის სამუშაოები ხორციელდება.
23 აპრილს ძლიერმა ქარმა წალენიხის მუნიციპალიტეტში 12 მრავალბინინანი კორპუსი და 70-მდე კერძო საცხოვრებელი სახლი დააზიანა.
სტიქიამ მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და ელქტროგადამცემი ხაზები დააზიანა. დროულად მოხდა დაზიანებული ხეებიგან გზები და სკვერების გაწმენდა. ელექტრო გადამცემი ხაზების აღდგენა კი მეორე დღესვე მოხდა.