ახალი ამბები
წალენჯიხაში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება
„შპს როსტო 2016“ წალენჯიხაში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას და ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას უზრუნველყოფს
პროექტის მხარდასაჭერად კომპანიას წალენჯიხაში არსებული 65 440 კვ.მ. მიწის ნაკვეთები 25 წლის ვადით იჯარით გადავეცით.
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ქარული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროგრამის შესახებ დეტალები იხილეთ ბმულზე:http://apma.ge/projects/