ახალი ამბები
ჩხოროწყუში სტიქიის შედეგების დათვლა მიმდინარეობს
2017-04-23 18:00:00
დღეს ძლიერმა ქარმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს ზიანი მიაყენა. წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები,ლექტროგადამცემი ბოძები, გადახდილია საცხოვრებელი სახლების, ადმინისტრაციული შენობებისა და სოფელ ნაფიჩხოვოს საჯარო სკოლის სახურავები.
ელექტროენერგია ამ დროისთვის მოსახლეობის 90%–ს მიეწოდება. შუქის გარეშე დარჩენილ აბონენეტებს მისი მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ. შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა.
სტიქიის შედეგად დამდგარი ზარალის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის დათვლა.