ახალი ამბები
კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს - ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიხაშკარში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს - ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.
ჭაქვინჯის ციხე ქართული თავდაცვითი და საერო არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული და უმნიშვნელოვანესი ნიმუშია, რომელიც თავის თავში აერთიანებს სხვადასხვა ეპოქების სამშენებლო ტრადიციებს და ცალკეულ შემთხვევებში გამორჩეულია თავისი სამშენებლო გადაწყვეტებით.
სწორედ, ძეგლის გამორჩეული ისტორიულ-კულუტურული ღირებულების გათვალისწინებით, 2017 წლის 17 მარტს ჭაქვინჯის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ამავე წლის 13 აპრილს კი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ძეგლს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.