ახალი ამბები
13 აპრილს საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება
მიმდინარე წლის, 13 აპრილს სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან არსებული აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტთა საკონსულტაციო ორგანოს - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.
სხდომაზე 2015 – 2017 წლების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის კორექტირებული სამოქმედო გეგმის განხილვა მოხდება.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია, რეგიონის გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრებიან.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება გუბერნიის ადმინისტრაციულ
შენობაში (მის: ქ. ზუგდიდი ზ. გამსახურდიას გამზ. №45); სხდომის დაწყების დრო 14:00 სთ).
► იხილეთ დღის წესრიგი