სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ანაკლიის პორტის პროექტის და ჟურნალ „ანაკლიის“ პრეზენტაცია

2017-04-06 17:34:00

ზუგდიდის ტექნოპარკში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის და ჟურნალ „ანაკლიის „ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი რეგიონის მოსახლეობას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებმა წარუდგინეს და დეტალურად გააცნეს, თუ რა სამუშაოები განხორციელდება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ფარგლებში.

„ანაკლიის პორტი არის საუკუნის პროექტი და თამამდ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ამ მასშტაბების მშენებლობა არ განხორციელებულა, ეს იქნება ახალი შესაძლებლობები ჩვენი რეგიონისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის. ანაკლიის პორტი დაასაქმებს ათასობით ადგილობრივს. ჩვენს რეგიონს დაუბრუნდებისან ის ახალგაზრდები, რომლებიც სამუშაოდ დედაქალაქში თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ არიან წასული. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების პროექტი, ჩვენ ეს პროექტი შეგვაძლებინებს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად ვაშენოთ ძლიერი საქართველო“ - განაცხადა შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ.

სამეგრელოს მოსახლეობასთან პროექტის და ჟურნალ „ანაკლიის“ თაობაზე მწერლებმა გურამ ოდიშარიამ დ დათო ტურაშვილმა ისაუბრეს. პრეზენტაციის ფარგლებში, ასევე მოეწყო ფოტოგამოფენა „ადამიანები სანაპიროდან“ - ფოტოსესიები, რომლებსაც ჟურნალ „ანაკლიისთვის“ ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი ქმნის.

პრეზენტაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებთან და გუბერნატორთან ერთად, მისი მოადგილე დავით კოდუა, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, ბიზნესწრეების წარმომადგენლები, ზუგდიდის და ანაკლიის მაცხოვრებლები დაესწრნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო