სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

რეგიონული პროექტების სამსახური ხობში მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო

2017-04-06 11:12:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ, მოადგილესთან იასონ შეროზიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ნუგზარ გაბელია, ხობის კულტურის სახლის, ხობი-ახალსოფელის, გიმოზგონჯილის და ზენის გზების სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ხობში, კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. შენობას სრული რეაბილიტაცია უტარდება. მთლიანად იცვლება სცენა, შიდა და გარე ინტერიერი, ეწყობა მთავარი დარბაზი, საგრიმიორო, სარეპეტიციო ოთახები, განათების, გათბობის, წყლის და უსაფრთხოების სისტემები. პროექტის ღირებულება 849 849 ლარია და თანხა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

შიდა სახელმწიფოებრივი გზის ხობი-ახალსოფელი-რკინიგზის სადგურის 10.5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. გზის სავალ ნაწილზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, სრულდება სახიდე გადასასვლელების, ეზოების შესასვლელების მშენებლობა. სარეაბილიტაციო გზა იწყება ქ. ხობში, მდ. ხობის ხიდთან, გაივლის სოფ. მეორე გურიფულს, გაღმა პირველი ხორგას, ახალსოფელს და მთავრდება რკინიგზის სადგურთან. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზენში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასფალტის საფარი 3300 მეტრ მანძილზე დაიგება, მოეწყობა წყალსაწრეტი არხები, მილხიდები, ბორდიურები და ეზოებში შესასვლელები, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 859 141 ლარს შეადგენს.

ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გიმოზგონჯილში 2,4 კილომეტრზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა მილხიდები, ეზოებში შესასვლელები და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. პროექტის ღირებულება 630 ათას ლარს შეადგენს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო