სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გარემოს დაცვის მინისტრი და გუბერნატორი მონადირეებს შეხვდნენ

2017-02-01 11:55:00

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის  გუბერნატორილევან შონია, ზუგდიდში მონადირეებს შეხვდნენდა მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მონადირეები, კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიის უბანზე და მის მიმდებარედ 500 მ-იან მონაკვეთში ნადირობის უფლებას ითხოვენ. მონადირეების პროტესტი იანვრის თვეში კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულმა რეიდებმა გამოიწვია, რომლის დროსაც პარკის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 35 ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის, უკანონო ნადირობის და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილების.

მინისტრის განცხადებით შეზღუდვები რამდენიმე გარემოებითაა გამოწვეული. კოლხეთის დაბლობი ფრინველთა მიგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანეს რეგიონს წარმოადგენს, სადაც 194 სახეობის ფრინველი გვხვდება. 

საქართველო უნიკალური მდებარეობის გამო რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულების მხარეა. კოლხეთის ეროვნული პარკის არსებობა მიზნად გადამფრენი ფრინველების და მათი ჰაბიტატების დაცვას ისახავს. სწორედ ამიტომაა ტერიტორიზე ნადირობა აკრძალული. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზონის მიღმა გარკვეული წესების დაცვის შემთხვევაში ნადირობა დაშვებულია.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს სამინისტრომ ადგილობრივ მონადირეებს შესაბამისი ტერიტორიის მოძიების შემთხვევაში, კოლხეთის განვითარების ფონდის საშუალებით ხოხბის საშენის მოწყობასა და სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებაში ფინანსური დახმარება შესთავაზა, თუმცა მონადირეების მხრიდან შეთავაზებას განვითარება არ მოჰყოლია.

გარემოს დაცვის სამინისტრო, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიასთან ერთად მონადირეებს ახლაც სთავაზობს სამონადირეო მეურნეობის შექმნას, სადაც სხავადასხვა ჯიშის ფრინველის მოშენება მოხდება. სამინისტრო მონადირეებს მეურნეობის მართვის სისტემის შექმნაში, ტერირორიის გამოყოფასა და სხვადასხვა ჯიშების მოშენებაში დახმარებას ჰპირდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას განცხადებით: „დაცულ ტერიტორიებში, ნადირობის მოთხოვნა თავიდანვე უკანონოა და ის განხილვას არც კი ექვემდებარება. ჩვენ მონადირეებს შევთავაზეთ ძალიან კარგი წინადადება და იმედი მაქვს,  რომ მონადირეები ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ კი ჩვენ მივიღებთ თანამედროვე, მოწესრიგებულ სანადირო მეურნეობას.“

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
2930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო