სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

რეგიონში თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

2017-01-30 12:52:00
თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები ზუგდიდში, წალენჯიხაში, ხობში, სენაკში, მესტიაში, ჩხოროწუსა და მარტვილში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, პრობლემური ადგილები ამ დროსაც ინტენსიურად იწმინდება, იყრება ტექნიკური მარილი.

ყველა პრობლემურ მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. საგანგებო შტაბებს საერთო კოორდინირებას სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია უწევს.

საგენგებო რეჟიმში მუშაობს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“. კომპანიის ინფორმაციით, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, მარტვილის და აბაშის მუნიციპალიტეტებში აბონენტთა მცირედ ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. აღდგენითი სამუშაოები კი ინტენსიურად მიმდინარეობს და გათიშული აბონენტების ელექტრო ენერგიით მომარაგება დღის ბოლომდე, ეტაპობრივად მოხდება.

თოვისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
2930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო