სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გუბერნატორმა გზებზე არსებულ ვითრებასა და დასუფთავების კუთხით არსებულ საჭიროებებზე შეხვედრა გამართა

2017-01-23 13:24:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მის მოადგილე დავით კოდუასთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიეტეტის გამგებელს, ქალაქ ზუგდიდის ვიცე მერს და ორივე მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის და ეკონომიკის სამსახურის უფროსებს შეხვდა.

გუბერნატორმა მუნიციპალიტეტებში დასუფთავების კუთხით არსებული საჭიროებები მიმოიხილა და განაცადა, რომ საჭიროა მეტი მუშაობა.

„ზუგდიდის დასუფთავების სამსახური სანიმუშოა, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი მუშაობა, რომ არ გვქონდეს პრობლემური კერები არსად. ტურისტულ სეზონზე ძალიან ბევრ სტუმარს ველოდებით და მათ სანიმუშოდ უნდა დავხვდეთ“- განაცხადა შეხვედრაზე გუბერნატორმა.

ლევან შონიამ უამინდობისა და ყინვის გამო დაზიანებულ გზებზეც ისაუბრა, გუბერნატორის განცხადებით, გზების შეკეთებები დროულად უნდა მოხდეს.

„დაელაპარაკეთ კონტრაქტორ კომპანიებს, კეთილი ინებონ და შეასრულონ ვალდებულება. ორმული შეკეთების სამუშაოები სასწრაფოდ ჩასატარებელია, ყინვის შედეგად გზები გაფუჭებულია, როგორც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, ასევე ანაკლიის, ჩხოროწყუს და მესტიის მიმართულებით. დრული რეაგირებაა საჭირო, რომ მოქალაქეებს გადაადგილების დროს პრობლემები არ შეექმნათ“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ზუგდიდის გამგებელმა და ქალაქის ვიცე-მერმა აღნიშნეს, რომ კონტრაქტორ კომპანიებს უკვე ესაუბრნენ და გზების შეკეთება გამოდარებისთანავე დაიწყება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
2930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო