სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ტობას განვითარების კონცეფციის განხილვა

2017-01-20 13:54:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ტობას განვითარების კონცეფციის განხილვა მოეწყო. სამეგრელოს მაღალმთიანეთში ტობას განვითარების კონცეფცია საქართველოს სპელეოკავშირის წევრმა და ცნობილმა ფოტოგრაფმა რომან თოლორდავამ წარმოადგინა.

განვითარების გეგმა ხუთ ტობას მოიცავს (დიდღალიშ ტობა, წაქაწყარიშ ტობა, კალაშიშ ტობა, ცაშკიბულიშ ტობავარჩხილი და ჭითაგვალაშ ტობავარჩხილი), ასევე შესაძლებელია დაემატოს 2 ტობა. ტურისტული მარშუტი კურორტ მუხურიდან დაიწყება და კონცეფციის მიხედვით იგეგმება გზებისა და საბაგიროს მოწყობა ტობას მიმართულებით.

ერთ ტურისტულ მარშუტზე შესაძლებელი იქნება შურუბუმეს მშვიმეს, კანიონის და უიშვიათესი მცენარეების დათვალიერება. განვითრების გეგმაში ასევე შედის მდინარე გვალაშარასა და მის კანიონში სამოყვარულო კანიონინგის განვითარება, ეს მარშრუტი ხელმისაწვდომი იქნება ბავშვებისთვის, მოყვარულებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებითვის. პროფესიონალი კანიონიგებისთვის მარშუტის მოწყობა კი მდინარე კირაზალაზეა შესაძლებელი. მდინარე ღუნჯი და მისი ჩანჩქერი კი პირველი დონის კანიონიგისთვის იქნება გათვლილი. ტობას განვითარების გეგმის მიხედვით მდინარე ხობზე რაფტინგისა და კანიონიგის განვითარებაც იგეგმება.

სამეგრელოს მაღალმთიანეთის განვითარების გეგმაში ასევე შედის ეთნოგრაფიული ტურიზმის განვითარება. ამ მიმართულებისთვის შერჩეულია ნათიფურუს, ლანჯერის, ოხოჯეს, გვამარდას და კალაშარას მეჯოგეთა საზაფხულო სადგომები. ასევე შესაძლებელია სათევზაო და სანადირო ტურიზმის განვითარებაც.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას განცხადებით, ტობას განვითარების გეგმა მიზნად ისახავს, რომ ტობა გახდეს ხელმისაწყდომი ყველასთვის: „ეს იქნება ახალი შესაძლებლობა ჩვენი რეგიონისთვის, ტობას მიმართულებით გაიზრდება როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა. ჩვენი რეგიონის ეს ულამაზესი მხარე ტურისტებისთვის რთულად ხელმისაწვდომია, ინფრასტრუქტურა კი განუვითარებელი. ამჯერად ტურისტებს პირველ ტობამდე 8 კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ, მეორე ტობამდე კი ეს მანძილი 12 კილომეტრია. გასაყვანია გზები და საბაგირო, ამ პროექტის განხორციელებისთის ყველაფერს გავაკეთებთ, რადგან ეს ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მომგებიანი ტურისტული მარშუტია“ - განაცხადა ლევან შონიამ.

 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
2930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო