სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლმა ახალი პრაქტიკის დანერგვა დაიწყო

2017-01-17 17:07:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმდინარე წელი, ახალი პრაქტიკის დანერგვით დაიწყო. მუნიციპალიტეტის გამგებლის ლაშა გოგიას ინიციატივით, ის მოსახლეობას პირადად სოფლებში შეხვდება და მათ საჭიროებებს ადგილზე მოისმენს.

გამგებელმა ინიციატივის განხორციელება დღეს დაიწყო და გამგეობის ადმინისტრაციული, სოციალური, ჯანდაცვისა და მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ორსანტიის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივებსა და კოკის მოსახლეობას შეხვდა, მათი საჭიროებები მოისმინა და პრობლემების შეძლებისდაგვარად მოგვარებას დაპირდა.

,,ჩემთვის უმთავრესია ვიცოდე ყველა ის პრობლემა, რაც მოსახლეობას აწუხებს, ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, ყველა სოფელში მივიდე და მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გავეცნო. ხშირად მოსახლეობა არ არის ინფორმირებული იმ პროექტების თუ პროგრამების შესახებ რასაც მუნიციპალიტეტის გამგეობა მათ საკეთილდღეოდ ახორციელებს, შესაბამისად შეხვედრებს გამგეობის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რათა მოსახლეობას კონსულტაციები გაუწიონ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის უპირველესი ამოცანა მოსახლეობის ინტერესებზე ზრუნვაა, რასაც წარმატებით ვახორციელებთ და მომავალშიც განვახორციელებთ“- აღნიშნა ლაშა გოგიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გამგებლის მოადგილეები ეტაპობრივად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
2930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო