სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში 47 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

2017-01-13 16:07:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ზუგდიდში 47 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადასცა.

დევნილ ოჯახებს ახალი ბინების გასაღებები დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ და ქალაქის მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ გადასცეს. დემურიას ქუჩაზე, ადმინისტრაციული დანიშნულების შენობაში დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ. შენობა კერძო საკუთრებას წარმოადგენდა და დევნილთა და განსახლების სამინისტრომ მესაკუთრეებისგან 300 000 ლარად გამოისყიდა. სამინისტროს გადაწყვეტილებით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „თი ემ“-მა ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, რომლის ღირებულებამ 1 711 630 ლარი შეადგინა. რეაბილიტაციის პერიოდში სამინისტრო აღნიშნულ ოჯახებს ქირის თანხით უზრუნველყოფდა.

სამუშაოების დასრულების შემდგომ, დემურიას ქუჩაზე მცხოვრებმა დევნილმა ოჯახებმა, ახალი, თანამედროვე სტანდარტებით გარემონტებული ბინები მიიღეს. დარჩენილი 15 ბინა კი გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა. დემურიას ქუჩაზე არსებული 47 ბინიდან 14-ერთოთახიანია, 27-ოროთახიანი და 6-სამოთახიანი.

2012 წლიდან დღემდე, სამეგრელოს რეგიონში რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართი გადაეცა 343 დევნილ ოჯახს, ხოლო ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი 600 დევნილი ოჯახი გახდა. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში სახლი შეუსყიდა 400-ზე მეტ დევნილ ოჯახს.

ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე უახლოეს მომავალში 2 კორპუსის მშენებლობა დასრულდება, სადაც ბინას 144 დევნილი ოჯახი მიიღებს. გარდა ამისა, მიმდინარეობს 4 კორპუსის მშენებლობა 288 დევნილი ოჯახისთვის.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
2930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო