სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

2016-12-09 17:42:00

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების პროექტის ფარგლების დადგენის (სკოუპინგის) შეხვედრა გამართა.

შეხვედრა რომელიც გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობის სააქტო დარბაზში გაიმართა, ადგილობრივი მოსახლეობა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, გუბერნატორის ადმინისტრაციის და ადგილობრივი ხლისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი უფლებამოსილია ანაკლიაში ააშენოს, განავითაროს და ოპერირება გაუწიოს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს. კონსორციუმი პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზსშ) დოკუმენტის შემუშავების პროცესშია.

საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის შემუშავების პროცესი ორ ნაწილად იყოფა: 1) პროექტის ფარგლების დადგენა (სკოუპინგი) და 2) შეფასება. კონსორციუმი თითოეულ ეტაპზე გეგმავს საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარებას. იგი დაინტერესებულ მხარეებს და ადგილობრივ მოსახლეობას გააცნობს ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე პროექტის მიმდინარეობას და მოისმენს მათ მოსაზრებებს.

ბუნებრივ და სოციალური საკითხებზე პროექტის ფარგლების დადგენის (სკოუპინგის) საკონსულტაციო შეხვედრა ზუგდიდის შემდეგ ხვალ, 10 დეკემბერს 12 საათზე ანაკლიაში სასტუმრო „პალმ ბიჩის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
2930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო