ფოთის კოშკი
ნიკოლაძისეული კოშკი უძველესი და უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და წარმოადგენს ქალაქის ისტორიულ მეხსიერებას. ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ ფოთში თურქებმა ციხესიმაგრე ააგეს ჯერ კიდევ 1578 წელს, კონკრეტულად ამ ლოკაციაზე კი 1723-1725 წლებში. 1828 წელს ფოთი თურქებისაგან განთავისუფლდა, ხოლო 1858 წელს ფოთი გამოცხადდა სანავსადგურო ქალაქად. 1870 წელს ეს მხარე დაუთვალიერებია რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ს. იმპერატორის დასახვედრად სახე უცვალეს ფოთის ციხეს, როგორც თურქთა ბატონობის სიმბოლოს. მოშალეს გალავნის კედლის დიდ ნაწილი და მეჩეთი.
თვითმმართველობის რეფორმის გატარების შემდეგ, ქალაქის თავი გახდა ევროპული განათლებისა და ღირებულებების მატარებელი ნიკო ნიკოლაძე. 1896 წელს მან კოშკს ევროპული იერსახე მისცა: მოხსნა ხის ნაწილი, დააშენა ქვის სართულები და ხუთსართულიანი კოშკის ბოლო სართულზე პარიზიდან ჩამოტანილი მექანიკური სამმხრივი საათი და ზარი დაამონტაჟა. ციხე-გალავნის კედლის ნარჩენზე კოშკის მარცხენა მხარეს დააშენა მე-2 სართული, სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქალაქის თავი ნიკო ნიკოლაძე [1894-1912წწ].
შენიშვნა: კოშკის სრული რეაბილიტაცია ფონდი „ქართუს“ მიერ იქნა დაფინანსებული.