სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ფოლკლორი

სამეგრელო ზემო-სვანეთის მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობიდან გამომდინარე ფოლკლორული მასალა კუთხის ტურისტული მიმზიდველობის მნიშვნელოვანი ფაქტორია. კოლხური და სვანური ფოლკლორი გამოირჩევა განსაკუთრებული ლირიზმით, დინამიურობითა და თავისთავადობით. ფოლკლორული მასალა მოიცავს - მუსიკას, ქორეოგრაფიას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას, ეთნოგრაფიულ მახასიათებლებს, სახალხო და რელიგიური დღესასწაულების დათვალიერებასა და გაცნობას, რომელთა დათვალიერება და მოძიება ტურისტს (მომხმარებელს) შეუძლია, როგორც ისტორიულ-კულტურული ძეგლების (ხუროთმოძღვრება, მუზეუმები) დათვალიერებით, აგრეთვე შესაბამისი სახის სამეცნიერო თუ გასართობი დაწესებულებების მონახულებით.

კოლხურ ფოლკლორში აირეკლება ბარისათვის დამახასიათებელი /ცეკვა და სიმღერა/ კულტურა, მისი ისტორია ჩამოყალიბებიდან დღემდე. ხოლო სვანურ სიმღერებსა და ცეკვებში მთის კულტურა, მისი განვითარებისა და თვითმყოფადობის ყველა იერსახე საინტერესოდაა შემონახული.

ხალხური ხელოვნების გადარჩენასა და აუთენტურობის დაცვას, ხალხური ხელოვნების პოპულარიზაციას, მისი ძირძველი კერების აღორძინებას ემსახურება პროგრამები, რომელსაც ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კულტურის სამინისტროსთან ერთად.

კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოების ერთობლივად განხორციელებული პროექტების ფარგლებში იმართება აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური თვითშემოქმედების ანსამბლების გაცვლითი კონცერტები ყოველ მეორე წელს ხობში იმართება მეგრული სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალში მონაწილეობას ღებულობენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მუსიკოს-შემსრულებლები. 

ზუგდიდში ჩამოყალიბებულია სალოტბარო სკოლა, რომელის დაარსებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის აწ გარდაცვლილ, მსოფლიოში ცნობილ ლოტბარს პოლიკარპე ხუბულავას. რეგიონში მოღვაწეობენ ფოლკლორის ცნობილი მოღვაწეები - იროდი ტიკარაძე (ფოთი) და მურთაზ ციმინტია (წალენჯიხა), ისლამ ფილფანი, კანდიდ მერლანი (მესტია).

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო