წალენჯიხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
მუზეუმში დაცულია შემთხვევითი არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი მასალა, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩოები მოიცავს: პალეოლითის, ნეოლითის (ქვის ხელცულები, ნაჯახები, სატეხი ქვები), ადრეული, შუა და გვიანი ბრინჯაოს (კოლხური ცულები, თოხები, შუბისპირები) პერიოდს. მუზეუმში მრავლადაა წალენჯიხის მხარის XIX-XX სს-ის დასაწყისის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალები (სამეურნეო და საბრძოლო იარაღები, თიხის, ხის, მინისა და სპილენძის საოჯახო ჭურჭელი და სხვა), რაიონის ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა ფოტო და დოკუმენტური მასალები.
დაფუძნების თარიღი: 2001 წელი
ორგანიზაციის ფართობი: 400 კვ/მ, საექსპოზიციო - 150 კვ/მ
საფონდო ერთეულთა რაოდენობა: 2500 ექსპონატი
საბიუჯეტო სტატუსი: სახელმწიფო
ორგანიზაციის კლასიფიკაცია: ისტორიული
სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელი ორგანიზაცია: წალენჯიხის რაიონის გამგეობა
მისამართი: 5200, ქ. წალენჯიხა, კალისტრატე სალიას ქ. 6
მუშაობის რეჟიმი: მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10 სთ-დან - 18 სთამდე.
შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო