ჟიული შარტავას სახელობის სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მუზეუმში დაცულია სენაკის რაიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა, რომლის ქრონოლოგია მოიცავს პერიოდს გვიანი ბრინჯაოს ხანიდან გვიან შუასაუკუნეებამდე. მათ შორისაა: მიწის დასამუშავებელი იარაღები, ქვის სანაყები, ბრინჯაოს ხანის ხელცულები, სარტყელები, ნეოლითის პერიოდის სამკაულები, ორგინალური ფორმის საოჯახო დანიშნულების თიხის ჭურჭელი, ანტიკური პერიოდის დოქები, შუასაუკუნეების სარიტუალო ქვები.
დაფუძნების თარიღი: 1959 წელი
ორგანიზაციის ფართობი: 146 კვ/მ, საექსპოზიციო - 61.60 კვ/მ, საფონდო - 16 კვ/მ
საფონდო ერთეულთა რაოდენობა: 2000-მდე ექსპონატი
მისამართი: 4100, ქ. სენაკი, შოთა რუსთაველის ქ. 152
ტელეფონი: (+995 213) 7 78 60