პროექტ-დაიჯესტი
აბაშა-გეზათის მონაკვეთზე გზის მშენებლობა დასრულდა
2014-07-11 15:06:00

აბაშის მუნიციპალიტეტში შიდასამიმოსვლო მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია მშვიდობის ქუჩიდან სოფელ გეზათის მიმართულებით დასრულდა. ასფალტო-ბეტონით დაიფარა არსებული გზის ნახევარ კილომეტრზე მეტი მონაკვეთი. პროექტი დაფინანსდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. მისი ღირებულება 104 236 ლარია.
სამუშაოები შეასრულა ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა სს „არქეოპოლისმა.“
