პროექტ-დაიჯესტი
ფოთში რუსთაველის რკალზე ტროტუარების კეთილმოწყობა დასრულდა
2016-11-17 17:45:00

ფოთში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიისა და რუსთაველის რკალის ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ‘’ინჟინერ-სერვის-კომპანი’’ახორციელებდა.
რუსთაველის რკალის ტროტუარების აღდგენა-კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის, საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი ტრანსფერიდან 1 მილიონ 369 000 997 ლარი დაიხარჯა.