პროექტ-დაიჯესტი
აბაშის მუნიციპალიტეტში დ. კაჭარავას ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის გზა დაიგო
2014-07-23 14:52:00

აბაშის მუნიციპალიტეტში დ. კაჭარავას ქუჩის II შესახვევის მოწყობა ასფალტო-ბეტონის საფარით (სიგრძით 1200 მ. სიგანე 5 მ) დასრულდა 2014 წლის ივლისში. პროექტი დაფინანსდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ღირებულებამ შეადგინა 104 236,00 ლარი.
სამუშაოები შეასრულა ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა სს,,არქეოპოლისმა". გზის მომხმარებელთა საავარაუდო რაოდენობა 1300 ადამიანია.




