პროექტ-დაიჯესტი
აბაშაში რეგიონალური არქივის შენობის რაბილიტაცია მიმდინარეობს
2014-09-27 14:43:00

საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანო - აბაშის რეგიონალური არქივის სამშენებლო- სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობამ 270 118 ლარი გამოყო. სამუშაოებს შპს „მეგა სერვის ცენტრი“ ასრულებს. შენობის რეაბილიტაცია 2014 წლის ნოემბერში დასრულდება.
