პროექტ-დაიჯესტი
ნაესაკოვოდან სუჯუნამდე გზის მონაკვეთის მოხრეშვა დასრულდა
2014-06-01 14:32:00

აბაშის მუნიციალიტეტში, ნაესაკოვოს თემის სოფელ კოდორიდან სუჯუნის თემის მიმართულებით დასრულდა ამორტიზებულ ასფალტოვან გზაზე შემორჩენილი უვარგისი ასფალტის საფარის აყრის, მოხრეშვა-მოშანდაკების, პროფილის მიცემის სამუშაოები. პროექტი დაფინანსდა აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით და მისი ღირებულება 34235 ლარია. სამუშაოები შეასრულა ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შ.პ.ს. „აბაშის საგზაო სამმართველომ“.