პროექტ-დაიჯესტი
აბაშაში წყემის გზის რეაბილიტაცია დასრულდა
2016-10-05 15:08:00

აბაშის მუნიციპალიტეტში სოფელ წყემის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. 5,3 კილომეტრზე მოეწყო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი, ეზოში შესასვლელები, მიერთებები და წყალამრიდი მილები. პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა და მისი ღირებულება 1 273 227 ლარს შეადგენს.