პროექტ-დაიჯესტი
ლატალის ტერიტორიულ ერთეულში, მდინარე ენგურზე ლაკას ხიდის მშენებლობა დასრულდა
2015-10-01 13:24:00

მესტიის მუნიციპალიტეტში, ლატალის ტერიტორიულ ერთეულში, მდინარე ენგურზე ლაკას ხიდის მშენებლობა დასრულდა.
პროექტის ღირებულებაა 205 777 (ორას ხუთი ათას შვიდას სამოცდაჩვიდმეტი) ლარი. შემსრულებელი კომპანია შპს "კომბიტეკი" . პროექტის განხორციელების პრიორიტეტულობა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე განისაზღვრა, პროექტი დაფინანსდა მესტიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
ამიერიდან მოსახლეობა მყარი და საიმედო, რკინის კონსტრუქციით აშენებული ხიდით ისარგებლებს.



