პროექტ-დაიჯესტი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საავტომობილო ხიდი რეაბილიტირდა
2018-06-13 17:20:00

დაბა ჩხოროწყუში, მდინარე ოჩხომურზე, ამორტიზირებული საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა.
ხიდი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტირდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 49 000 ლარით დაიხარჯა.
ხიდის მწყობრიდან გამოსვლა 14-15 აპრილის სტიქიამ განაპირობა. რეაბილიტაციის შედეგად მგზავრობა გახდა უსაფრთხო.
აღნიშნული ხიდით დაბა ჩხოროწყუ გარახას უბანს ,სოფელ ნაკიანსა და მარტვილის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.