პროექტ-დაიჯესტი
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა
2017-11-09 17:19:00

მარტვილის მუნიციპალიტეტის თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, შეიღება ფასადის კედლები; მთავარ შესასვლელებში ბაქნებსა და კიბეებზე მოეწყო მეტლახის ფილები, სამზარეულოში კედლებზე - კერამიკული მოჭიქული ფილები და შენობის ირგვლივ ბეტონის სარინელი.
პროექტის ღირებულებამ 7 434 ლარი შეადგინა.
დასრულებული სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაათვალიერა.
საბავშვო ბაღის მშენებლობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.