პროექტ-დაიჯესტი
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
2017-10-06 13:25:00

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურში საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო: წყალგაყვანილობა და კანალიზაცია; შიდა ელექტროობა; მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები; შეიღება შიდა და გარე კედლები; მოეწყო ლამინატი, კაფელი და მეტლახი, ასევე პანდუსი.
პროექტის ღირებულება 56 640 ლარს შეადგენს.
სამუშაოზე დასაქმებული იყო - 12 ადგილობრივი.
საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.