პროექტ-დაიჯესტი
მარტვილში ხუნწი-ნაგვაზაოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა
2017-08-16 15:50:00

მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწი-ნაგვაზაოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში დაიგო 3,905კმ ასფალტო-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყო გზის დამხმარე ნაგებობები - წყალამრიდები, ეზოებში შესასვლელები, მილხიდები და სხვა.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 831 381 ლარია.
მშენებლობაზე დასაქმებული იყო 15 ადამიანი და 10 ერთეული ტექნიკა.