პროექტ-დაიჯესტი
წალენჯიხაში ეწერი-ოჭანე-ზედა საჩინო-ჩქვალერის წყალსადენის მაგისტრალის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
2014-10-02 14:55:00

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ეწერი-ოჭანე-ზედა საჩინო-ჩქვალერის წყალსადენის მაგისტრალის რეაბილიტაციის პროექტი „რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულება 416 680 ლარს შეადგენს. წყალმომარაგების პროექტი 8 კილომეტრიან მანძილზე ახალი მილების დამონტაჟებასა და წყალშემკრები ავზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად 500-მდე ადგილობრივ მცხოვრებს სასმელი წყლის მიწოდება აღუდგება. რეაბილიტაციის პროექტს შპს „ჰიდრომშენი“ ახორციელებს.


