პროექტ-დაიჯესტი
მდინარე ტეხურასა და რიონზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა
2014-10-01 17:56:00
სენაკის მუნიციპალიტეტში, მდინარეების, ტეხურისა და რიონის გასწვრივ „რეგიონალური განვითარების ფონდის“ დაფინანსებით ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა (5136 მ³,150 გრძივი მეტრი). სამუშაოები 2013წლის დეკემბერში დასრულდა. პროექტის ღირებულებამ 431 777 ლარი შეადგინა. ნაპირსამაგრი სამუშაოები სს „არქეოპოლისმა“ შეასრულა.




