პროექტ-დაიჯესტი
აბაშიდან ნაესაკოვომდე გზის ახალი საფარი დაიგო
2014-07-17 15:24:00

აბაშის მუნიციპალიტეტში, ნინოშვილის ქუჩიდან სოფელ ნაესაკოვოს ცენტრთან მისასვლელი გზის მოწყობა ასფალტო-ბეტონის საფარით (სიგრძე 2500 მ, სიგანე 5 მ) დასრულდა 2014 წლის ივლისში. პროექტი დაფინანსდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ღირებულებამ შეადგინა 333 215,00 ლარი.
სამუშაოები შეასრულა ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა სს,,არქეოპოლისმა". გზის მომხმარებელთა სავარაუდო რაოდენობა 3000 ადამიანია.



