სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ჩხოროწყუობა 2016

2016-11-05 17:31:00

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში "ჩხოროწყობა 2016" აღინიშნა. დღესასწაული „საპატიო ჩხოროწყუელის“ დაჯილდოების ცერემონიით გაიხსნა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის რვა „საპატიო ჩხოროწყუელი“ დააჯილდოვა. 

დღესასწაულთან დაკავშირებით, დილიდან სხვადსხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა. მუნიციპალიტეტის ცენტრში ეთნოკუთხეები, ხალხური რეწვის ნიმუშები, მეგრული ფაცხები, სამზარეულო, ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა ნამუშევრები იყო გამოფენილი, რომლის დათვალიერება და ტრადიციული კერძების დაგემოვნება მსურველს დღის ბოლომდე შეეძლო. 

ღონისძიების პროგრამის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში, ცენტრში მოწყობილ სცენაზე ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი გაიმართა.
საზეიმო ღონისძიებებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ, რომლებმაც მოსახლეობასთან ერთად სახალხო სეირნობაში მიიღეს მონაწილეობა. 

„ჩხოროწყუობა 2016“ გალა კონცერტით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. დღესასწაული სისტემატიურად 2013 წლიდან აღინიშნება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< October 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
 1
2
3456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო