ახალი ამბები
სამუშაო შეხვედრა ჯვარის პროფესიულ სასწავლებელში
2016-10-25 17:12:00

ჯვარში, პროფესიულ სასწავლებელ „ლაკადაში“ პროექტის „ხარისხანი და ხელმისაწვდომი პროფესიული განათლება - გზა დასაქმებისკენ“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, შესაბამისი პროფესიული სპეციალობების მქონე კვალიფიციური კადრების მომზადებაზე, რეგიონში მათ დასაქმებაზე და პროფესიული განათლების განვითარებაზე იმსჯელეს.
შეხვედრას ევროკავშირის, გაეროს განვითარების ფონდის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.