სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ხვალ, პირველი „ზუგდიდობა“ გრანდიოზულად აღინიშნება

2016-09-09 12:36:00

10 სექტემბერს პირველად „ზუგდიდობის“ სახალხოდღესასწაული გაიმართება. ქალაქს აქამდე საკუთარი დღესასწაული არ ჰქონია. ზუგდიდქალაქობა განსაკუთრებულად აღინიშნება, ქალაქის რამდენიმე ადგილას სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება.

„ზუგდიდობა 2016“ საზეიმო თეატრალიზებული მსვლელობით 12:00 საათზე გაიხსნება. მთელი დღის განმავლობაში ცენტრალურ ბულვარში ხალხური რეწვის ნიმუშები, ზუგდიდელ მხატვართა ნამუშევრები და ქალაქის ისტორიული ფოტოები გამოიფინება.

12:00 საათიდან 17:00 საათამდე ცენტრალურ ბულვარში, სხვადასხვა ადგილას ფოლკლორული და საბავშვო ანსამბლების კონცერტები გაიმართება.

„ზუგდიდობაზე“თეატრალური წარმოდგენებით გაცოცხლდება ეკატერინე ჭავჭავაძის ჩამობრძანება, მთვარის მოტაცება, ასევე წარმოდგენილი იქნება ბერტა ფონ ზუტნერი და იოანე მეუნარგია. თეატრალური წარმოდგენები დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექურული მუზეუმის ეზოში 13:00 საათიდან დაიწყება.

საპატიო სტუმრების მიღების ცერემონიალი, ზუგდიდში დადიანების სასახლეთა ეზოში 16:00 საათზე გაიმართება. პირველ ზუგდიდობას მთავრობის წევრები, პარლამენატრები და სხვადსხვა ქვეყნების ელჩები დაესწრებიან.

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში 16:00 საათზევე რეზო ბულიას სახელობის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ჩელას“ვარსკვლავი გახსნება. ზუგდიდის ბულვარში ეს პირველი ვარსკვლავი იქნება.

16:15 საათზე დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექურული მუზეუმის ეზოშისიმებიანი კვარტეტის კონცერტი დაიწყება.

17:00 საათზე კი  საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალიდა კონცერტი „ზუგდიდობა 2016“ - დადიანების სასახლეთა ეზოშიგაიმართება. სადაც მონაწილეობას  დავით ევგენიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე და ანსამბლი „ოდოია“ მიიღებენ. საღამოს წამყვანები  ეკა ხოფერია, ლევან ხურცია და მირიან ჯეჯელავა იქნებიან.

21:00 საათზე კი  „CHECK IN GEORGIA“-ს ფარგლებში ზუგდიდს ცენტრში კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას:  ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, ელენე ფოჩხუა, თემო საჯაია, სოფო ბედია, ბორის ბედია და ანსამბლი „ფორტე“ მიიღებენ.

ზუგდიდობის ორგანიზატორი  ქალაქ ზუგდიდის მერია და მუნიციპალიტეტის გამგეობა არიან. ზუგდიდობა 2016 -ის მთავრი რეჟისორი ბასა ფოცხიშვილია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< October 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
 
1
23456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო